მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირგიზეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გაუჩინარდნენ

ყირგიზეთის პრეზიდენტი გაუჩინარდა

ყირგიზეთის პრეზიდენტის სოორანბაი ჟეენბეკოვის და პრემიერ-მინისტრის კუბატბეკ ბორონოვის ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ომურბეკ სუვანალიევმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება იყო მიღებული.

„თანამდებობის პირებმა სამუშაო ადგილები მიატოვეს და კონსპირაციულ ადგილებში იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, აცხადებს, რომ ის არ გადამდგარა და მუშაობის დისტანციურ რეჟიზმე გადავიდა. ასეთმა რევანშისტებმა შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო აურიონ და ამას შეტაკებები მოჰყვეს" - განაცსადა სუვანალიევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობაა და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 5 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. შეტაკებების დროს დაშავდა 1000-მდე ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია 1 დაღუპულის შესახებ.