მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

სორონბაი ჟენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ სამართალდამცველებს და მომიტინგეებს შორის პირდაპირი შეტაკებების საფრთხე არსებობს, რაც შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

„მე ძალაუფლებას არ ვეპოტინები. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში შევიდე როგორც პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ესვრის. ამიტომ მე გადადგომა გადავწყვიტე. არანაირი ძალაუფლება ქვეყნის ერთიანობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაღლა არ დგას“ - განაცხადა ჟეენბეკოვმა. ამის შესახებ REGNUM იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ყირგიზეთის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.