მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა

კლერ ოლბლესი - გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს ეხმიანება.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა კლერ ოლბლესმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა 2008 წლის 7 აგვისტოს განახორციელა. შემდეგ კი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ომი 5 დღე გაგრძელდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 150 000 ადამიანი დევნილად იქცა. 30 000 დევნილი საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა.