მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია Zoom-ის ფასმა უმსხვილესი ნავთობის კომპანიის ფასს გაასწრო

კომპანია ზუმის კაპიტალიზაციის ფასი

ვიდეოკონფერენციების კავშირის პოპულარული სერვისის, კომპანია Zoom-ის ფასმა უმსხვილესი ნავთობის კომპანიის ExxonMobil-ის ფასს გაასწრო. Zoom-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად 139 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ExxonMobil-ის ღირებულებაა 138,9 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის, წლის დასაწყისში Zoom-ის კაპიტალიზაციის ფასი 19 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ forbes იუწყება.

რაც შეეხება Zoom-ის დამფუძნებლის, ერიკ იუანის კაპიტალს, ის 3 თვეში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.

29 ოქტომბერს კომპანია ExxonMobil-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პანდემიის და ნავთობის ფასების კლების გამო მათ სამსახურიდან 1900 თანამშრომელი დაითხოვეს. ამჟამად ერთი ბარელი ნავთობის ფასი 36 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ის 62 დოლარს შეადგენდა.