მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონგოში ისლამისტებმა 10 ადამიანი მოკლეს

ისლამისტების თავდასხმა კონგოში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის დროს „ბოევიკებმა“ 10 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

თავდასხმა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, უგანდის საზღვართან მოხდა. ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერორისტები კონგოში სწორედ უგანდიდან გადავიდნენ.

მხოლოდ გასულ წელს უგანდაში მოქმედმა დაჯგუფებამ „გაერთიანებული დემოკრატიული ძალები“, 850 ადამიანი მოკლა. ხელისუფლებამ იმ რაიონში, სადაც თავდასხმა მოხდა, შეიარაღებული ძალების დამატებითი ნაწილები გადაისროლა.