მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

კონგრესმა არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დონალდ ტრამპის მომხრე დემონსტრანტები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საბოლოო შედეგები შეაჯამა ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ. 306-272 ხმით არჩევნების შედეგები დამტკიცებულია, რის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენი თეთრ სახლში 20 იანვრის შემდეგ შევა.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

✔️ ბაიდენი: ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა