მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი ეკვადორში აღმოაჩინეს

ახალი შტამი ეკვადორში

ეკვადორელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა 2,5 ათასი გენეტიკური მასალა შეისწავლეს ქვეყნის 22 პროვინციიდან. ამის შესახებ xinhuanet.com იუწყება. 

ესპირიტუ სანტოს უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღმოჩენილია SARS-CoV-2-ის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეიძლება დააჩქაროს.

მეცნიერები ასევე აცხადებენ რომ კორონავირუსის ახალ შტამს დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ შტამთან არაფერი აქვს საერთო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული აზრები აქვთ.

მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ ვირუსი უფრო საშიშია, რადგანაც გაცილებით მარტივად ვრცელდება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იმის დადგენას, თუ რამდენად საშიშია ახალი შტამი „ჩვეულებრივ“ კორონავირუსზე, დამატებითი დაკვირვება სჭირდება და დადასტურებით არაფრის მტკიცება არ შეიძლება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია

🔅 „კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებისთვის ისეთივე საშიშია, როგორც უფროსებისთვის“ - ბრიტანელი მეცნიერები