მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ავღანეთში დაიწყო

ავღანეთში ვაქცინაცია დაიწყო

ავღანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

საწყის ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკების, პოლიციის თანამშრომლების და ჟურნალისტების ვაქცინაცია მოხდება.

ავღანეთში თებერვალში AstraZeneca-ს ვაქცინის 500 000 დოზა ჩაიტანეს, რომელიც ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული. ეს რაოდენობა 250 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა.

ავღანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ COVAX-ის პროგრამის გამოყენებით 38-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 20%-ის აცრა მოხდება. პანდემიის დაწყებიდან ავღანეთში ინფიცირების 55 646 შემთხვევა დაფიქსირდა. 2 435 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვინაიდან ავღანეთის ზოგიერთ რაიონში საბრძოლო მოქმედებების გამო ტესტირების და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება შეუძლებელია.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

🔅 აშშ-ში კორონავირუსით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე პირველ, მეორე მსოფლიო ომში და ვიეტნამის ომში ერთად