მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში 81 სკოლა დაიხურა

გერმანელი მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან 

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში 81 სკოლა დაიხურა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთის მაშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება დაიხურება.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთში აგვისტოს ბოლოდან კოვიდ 19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 433905-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს კი 31000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.