მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ვაქცინამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასმა მარტის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.  WTI-ის მარკის ნავთობის ბარელის იანვრის ფიუჩერსის ფასმა $43,51 შეადგინა. Brent-ის ფასმა კი ერთ ბარელში $46,49 შეადგინა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ექსპერტების აზრით, ნავთობის ბიზნესის გამოცოცხლება და ფასის ზრდა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელმა ინფორმაციამ განაპირობა. რამდენიმე კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დეკემბერ-იანვარში ვაქცინაციას დაიწყებენ.

ასევე ნავთობის ფასის ზრდას დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი დამარცხება ფაქტობრივად აღიარა და ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების ტრანზიტის შესახებ განაცხადა.