მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული ვლადიმერ ზელენსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვოილოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ Meduza იუწყება.

როგორც ზელენკის აპარატიდან იუწყებიან, მის პალატაში სპეცკავშირია გაყვანილი და პრეზიდენტს ონლაინ-შეხვედრების და თათბირების ჩატარება შეუძლია.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ზელენსკიმ დაწერა ტვიტერში, რომ თავს კარგად გრძნობს და მუშაობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 504 423 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ამ დაავადების 10 879 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 9 145 ადამიანი გარდაიცვალა.