უცხოეთი

კოვიდ-19 საქართველო: რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი - გერმანული გამოცემა FAIReconomics ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

ეკატერინე ტიკარაძე
შეხვედრაზე
1594629524
დაკოპირებულია

„კოვიდ -19 საქართველო: რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი“ - ამ სათაურით გერმანული გამოცემა FAIReconomics საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ივლისის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული და მხოლოდ 15 გარდაცვლილი, მაშინ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში, აშშ-ში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში ბევრად მეტი იყო.

„რა სტრატეგიას იყენებდა და იყენებს საქართველოს მთავრობა? რომელი ზომები განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან? რა ფორმით შეიძლება გახდეს საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მეორე ტალღა? ჩვენ ვესაუბრეთ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც აგვიხსნა საქართველოს სტრატეგია კორონასთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შემთხვევების რიცხვი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში გაიზარდა და გერმანიაში ჯერ კიდევ არსებობს ცხელი წერტილები, გერმანიაში არის რობერტ კოხის ინსტიტუტი, რომელსაც ევალება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. არის თუ არა მსგავსი COVID-19 სამუშაო ჯგუფი საქართველოში და თუ ასეა, როგორ არის ის დაკომპლექტებული? - ამ კითხვაზე ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს:

„საქართველში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებისთვის შეიქმნა. 2013 წელს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ინტეგრირება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან მოხდა და შეიქმნა ძლიერი ინსტიტუცია, რომლის ძირითადი ფუნქციებია ჯანმრთელობის რისკების მიმართ მზადყოფნის უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ რისკებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება, ავადმყოფობის, შშმ პირთა რიცხვის და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირება გადამდები, არაგადამდები დაავადებების, კლიმატის ცვლილებისა და გარემო ფაქტორების მიზეზით, ელექტრონული ინფორმაციული სისტემების შემუშავება და ა.შ.“

მისივე თქმით, COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა კორონავირუსის ახალი კლინიკური მართვის ჯგუფი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტიზის ჯგუფი, სადაც სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები შედიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც საქართველო პანდემიას აკვირდება, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ინფორმაცია ჩინეთში უცნობი ვირუსის ეპიდემიის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 2020 წლის 6 იანვარს წარუდგინა.

„მთავრობამ შეიმუშავა დაუყოვნებელი და კონკრეტული ზომები, დაიწყო სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და მათი გამოცდილების მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ, COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისა და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც მიიღება COVID-19–თან დაკავშირებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილება. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც მთავრობის წევრები და პარლამენტი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები. 28 იანვარს გაძლიერდა ოპერატიული კონტროლის გეგმა და განისაზღვრა როგორც ეროვნული კონტროლის ზომები, ისე შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა და მოვალეობები” - აცხადებს მინისტრი.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, იანვრიდან დღემდე, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, COVID მენეჯმენტის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა ჯგუფები აკვირდებიან მსოფლიოში, რეგიონში და ქვეყანაში კორონავირუსის განვითარების ტენდენციებს, სწავლობენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და დაუყოვნებლივ რეაგირებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და წამყვანი ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, პრევენციის, მართვისა და მკურნალობის ზომების თანხვედრაზე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ჰიგიენის კონკრეტული სტანდარტები და რა განსხვავებაა საქართველოში არსებულ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ჰიგიენის რეგულაციებს შორის? ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ქვეყნის ჰიგიენის სტანდარტები და წესები წყლის, სანიტარული და ჰიგიენის რეგულაციებთან დაკავშირებით (WASH) დადგენილია მთავრობის შინაგანაწესით და სავალდებულოა საზოგადოებრივი ობიექტებისთვის, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ა.შ. მინისტრის თქმით, სტანდარტები ძირითადად ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებს.

„ახალი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებისა და კონტროლის მიზნით, ჰიგიენის არსებული სტანდარტები სწრაფად იქნა ადაპტირებული საერთაშორისო და ევროპულ რეგულაციებთან. ინფექციების კონტროლისა და ჰიგიენის სტანდარტების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტული კითხვარი იქნა გამოყენებული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების მზადყოფნის შესამოწმებლად. შედეგად, შეირჩა COVID დიაგნოსტიკური და მართვის დაწესებულებები და კორონავირუსული ინფექციის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც პაციენტებში, ისე სამედიცინო პერსონალში“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

გამოცემა „FAIReconomics “ მინისტრის გერმანულ განათლებას უსვამს ხაზს და წერს, რომ მინისტრი გერმანიაში სწავლობდა 1998 წელს, შემდეგ კი დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში და მიიღო დოქტორის წოდება. ის თავისუფლად საუბრობს გერმანულად. 2005 წელს გაიარა ზოგადი სტომატოლოგიის კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით ლუდვიგშაფენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, ყბა-სახის იმპლანტის ქირურგიის სპეციალობით. 2016-2019 წლებში სწავლობდა მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საავადმყოფოს მენჯმენტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით კრემსის დუნაის უნივერსიტეტში, ავსტრიაში და მიიღო მენჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია. ტიკარაძე ასევე მუშაობდა პროექტის განვითარების მენეჯერად ნიურნბერგის ფონდში „სტომატოლოგები საზღვრებს მიღმა”- წერს ჟურნალისტი მარკუს ლიხტენბერგი.

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.