მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა - ეპიდვითარება სომხეთში

სომხეთის დროშა

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 662 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 27 320-მდე გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსს საერთო ჯამში 469 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსი 15 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.