მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქუჩაში გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენი მომავლისთვის“ - ნავალნი

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი, კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი თავის ვიდეომიმართვაში მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. 

„რისი ეშინიათ ამ მილზე შემომჯდარ გომბეშოს და ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად? თქვენ იცით, რომ ყველაზე მეტად ქუჩაში გამოსული ხალხის ეშინიათ. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება.

ამიტომ, არ შეგეშინდეთ და გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის“, - აცხადებს ნავალნი.

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ნავალნის მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“ - სტოლტენბერგი