მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვიპროსის ეკლესიის სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა

უკრაინის ეკლესია კვიპროსმა აღიარა

კვიპროსის ეკლესიის სინოდმა არქიეპისკოპოსის, ქრიზოსტომოს მეორის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა. კვიპროსის ეკლესია მეოთხე გახდა, რომელმაც უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.  

უკრაინის ეკლესიის სინოდმა კვიპროსის ეკლესიას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა უკვე გადაუხადა.

უკრაინის ეკლესიის აღიარების წინააღმდეგ მოსკოვის საპატრიარქო გამოდის. უკრაინას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტონომიის სტატუსით შედის.

ცნობისთვის, 2018 წელს უკრაინაში რამდენიმე არაღიარებული ეკლესია გაერთიანდა და ერთიანი ეკლესია შექმნეს. მოგვიანებით ის კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობა გაწყვიტა.