მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Lancet: Sputnik V-ს ვაქცინის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს

რუსული ვაქცინა

კვლევების მესამე ფაზის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი სამედიცინო ჟურნალის, Lancet-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

კვლევები ჰოლანდიური კომპანიის, Crocus Medical-ის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიის კონტროლის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ვაქცინის შემოწმების ექსპერიმენტში 40 ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა,მათ შორის 2 ათასი პირი, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ამ ასაკის პირთა შორისაც ისეთივე ეფექტიანია, როგორც ახალგაზრდებში.

Сovid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V მოსკოვის გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა შექმნა.

იხილეთ აგრეთვე:

💡 დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას და ქვეყნის განვითრების უსწრაფეს რეაბილიტაციას

💡 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა