მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: ნავალნის დაკავებაზე გაკეთებული განცხადებებით დასავლეთის ქვეყნები თავიანთი კრიზისიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ განცხადებებით დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ მათი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ“, -  ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ქვეყნების ლიდერებს, რომელთაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. 

მისი თქმით, ქვეყნები ნავალნის საკითხით იმ კრიზისის გადაფარვას ცდილობენ, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა.

„პირდაპირ იგრძნობა სიხარული, რომლითაც ეს კომენტარები კეთდება. სიხარულით, რადგან ეს საშუალებას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს იფიქრონ, რომ ამ გზით მათ შეუძლიათ ყურადღება გადაიტანონ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს ურჩია თავიანთი შიდა პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები „პატიოსანი თამაშის“ გზებით ეძებონ.

👉 ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში, შერემეტოვოს აეროპორტში დააკავეს.

👉 რუსეთში ალექსეი ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ.

👉 დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითის წესი „ივ როშერის საქმეში“, რომ არ დარეგისტრირდა რუსულ ინსპექციაში, გერმანიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ.

👉 ნავალნის გათავისუფლებისკენ რუსეთს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჩარლზ მიშელმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ალექსეი ნავალნი დააკავეს

აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

ნავალნის მეუღლე: მათ იმდენად ეშინიათ ალექსეის, რომ მოსკოვში ყველა ფრენას პარალიზება გაუკეთეს