მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი ნავალნის მოწამვლაზე ინფორმაციებს „სასაცილოს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის დეტალების შესახებ ინფორმაცია „სასაცილო წასაკითხია“. ამის შესახებ BBC წერს. 

„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მედიაში გამოქვეყნებულ ბრალდებებს რუსეთის წინააღმდეგ, იქნება ეს ჰაკერები, თუ რაიმე სახის სენსაცია ნავალნის ორჯერ ან სამჯერ მოწამვლის შესახებ.

ყველა ამ სიახლის წაკითხვა სასაცილოა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რამეს ამბობს - დასავლელ პარტნიორებს არ აქვთ ეთიკური სტანდარტი, არ აქვთ სურვილი შეასრულონ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, როდესაც საქმე ეხება ფაქტებს“,- აცხადებს ლავროვი.

ინფორმაციისთვის, ნავალნი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პარტიას დანაშაულისა და კრიმინალის პარტიას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ნავალნი რამდენი დღის განმავლობაში ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იყო ჩასული.

ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

მოგვიანებით ნავალნის მოწამვლის ფაქტი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა.

რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მოსკოვი ბრიუსელს კონტრსანქციებს დაუწესებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კრემლმა ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადა - The Sunday Times

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის გამო რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა