მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანელმა ხალხმა აფეთქებისას გარდაცვლილებს, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო

ლიბანი, აფეთქება,

ლიბანელმა ხალხმა ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილებს, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო.

როგორც BBC წერს, დუმილის გამოცხადების დროდ სიმბოლურად, 18:09 საათი აირჩიეს, რადგან 2,750 ტონა ამონიუმის გვარჯილა 4 აგვისტოს, სწორედ ამ დროს, აფეთქდა.

აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 6000 კი, დაშავდა.

მომხდარს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა - დედაქალაქში დემონსტრანტები აქციას 2 დღის განმავლობაში მართავდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. აქციაზე დაშავდნენ ადგილობრივები, ასევე პოლიციის თანამშრომლები. დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა. 10 აგვისტოს კი ქვეყნის მთავრობამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად მთავრობის გადადგომისა, მოსახლეობის პროტესტი მაინც გრძელდება.