მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის მთავრობა გადადგა

ბეირუთში მოხდარი აფეთქების გამო მსხვერპლი იზრდება

ლიბანის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა გააკეთა.

მთავრობამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა, ამაში კი, მოსახლეობამ ლიბანის მთავრობა დაადანაშაულა. კერძოდ, მთავრობას დაუდევრობაში ედავებოდნენ.

დემონსტრანტები აქციას 2 დღის განმავლობაში მართავდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. აქციაზე დაშავდნენ ადგილობრივები, ასევე პოლიციის თანამშრომლები. დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 6000 კი, დაშავდა.