მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის მთავრობა გადადგება

ლიბანში აფეთქება მოხდა

ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 163 ადამიანი, 6 000 კი, დაშავდა.

მომხდარს ბეირუთში მასშტაბური აქციები მოჰყვა, ისინი ლიბანის მთავრობას საშიშროების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.