მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში აფეთქება მოხდა

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი.

ლიბანში, დედაქალაქ ბეირუთიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ეინ ქანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება ჰესბოლას შეიარაღების საცავში მოხდა.

„ეს აფეთქება სახლში მოხდა, სადაც იარაღი ინახებოდა და ის „ტექნიკური შეცდომას“ უკავშირდება“- განაცხადა დაჯგუფების წარმომადგენელმა ადგილობრივ სააგენტოსთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ისმოდა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი. თუმცა დაზიანებულია შენობები, რომელთა ნამსხვრევები გაფანტულია დიდ ტერიტორიაზე.