მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში არეულობის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზარდა

დაპირისპირება ლიბანში

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულ მოქალაქეებს შორის ადგილობრივი სამართალდამცველებიც არიან. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 6000-ს აჭარბებს, 21 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მას შემდეგ რაც სიტუაცია დაიძაბა, ლიბანის პრემიერ-მინისტრის ჰასან დიაბას სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა. როგორც მან განაცხადა, კრიზისის გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.