ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 4000-მდე ადამიანია დაშავებული. ასეულობით ადამიანი შენობების ნაგრევებშია მოყოლილი. ლიბანის დედაქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ლიბანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დედაქალაქში მომხდარი აფეთქება ბეირუთის საპორტო ნაწილში საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევას უკავშირდება.
4 აგვისტოს ბეირუთში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ლიბანში 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა.