მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა

ბეირუთში მოხდარი აფეთქების გამო მსხვერპლი იზრდება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 4000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივები მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი მთავრობის დაუდევრობითა და უყურადღებობით მოხდა.

ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ მიშენ აუნის მტკიცებით, აფეთქება გამოიწვია 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც საწყობში უნებლიედ ინახებოდა.

ქვეყანაში გამოცხადებულია სამ დღიანი გლოვა და ასევე ორ კვირიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ბეირუთში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. აფეთქების ოფიციალურ მიზეზად ბეირუთის საპორტო ნაწილში საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევა სახელდება.