მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს პლასტიკური ქირურგი უფასოდ დაეხმარება

ლიბანი, აფეთქების ნაიარევი

ლიბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს პლასტიკური ქირურგი, ჯო ბერუდი უფასო დახმარებას სთავაზობს.

როგორც BBC წერს, დაშავებულთა შორისაა 30 წლის ქალი, რომი ზაჰური, რომელიც მედიასაშუალებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ნაიარევების გაქრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ის დღე დაავიწყდეს, როცა აფეთქება მოხდა.

„როცა საავადმყოფოში მოვედით, თავი ფილმში მეგონა. მე გადარჩენის მეტი შანსი მქონდა, ვიდრე სხვებს, ხალხმა თვალები დაკარგა“, - ამბობს ის და დასძენს, რომ როცა უყურებს, როგორ ეხმარება ლიბანელი ხალხი ერთმანეთს უანგაროდ, ძალიან ამაყია, თუმცა არასწორად მიიჩნევს, თავიანთ ადგილას რჩებოდნენ ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ აფეთქებაში.

შემთხვევის დროს, რომი და მისი ქმარი პორტთან ახლოს, მანქანით გადაადგილდებოდნენ.

პლასტიკური ქირურგის თქმით, მოხარულია, რომ შეუძლია მცირედით მაინც დაეხმაროს დაშავებულებს.

ცნობისთვის, ბეირუთში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, კერძოდ, პორტის საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 6000 კი, დაშავდა.

მომხდარს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა - დედაქალაქში დემონსტრანტები აქციას 2 დღის განმავლობაში მართავდნენ.
პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. აქციაზე დაშავდნენ ადგილობრივები, ასევე პოლიციის თანამშრომლები. დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა.

10 აგვისტოს კი ქვეყნის მთავრობამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.