მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში შეტაკების დროს პოლიციელი დაიღუპა

დაპირისპირება ლიბანში

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომიტინგეთა რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა. ისინი ძალოვან უწყებებში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეტაკების დროს პოლიციელი დაიღუპა. ასევე დაშავებულია 117 დემონსტრანტი, მათ შორის 55 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები არიან პოლიციელებიც, რომლებსაც აქტივისტები ქვებს ესროდნენ.

ანტი-სამთავრობო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 6000-ს აჭარბებს, 21 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მას შემდეგ რაც სიტუაცია დაიძაბა, ლიბანის პრემიერ-მინისტრის ჰასან დიაბას სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა. როგორც მან განაცხადა, კრიზისის გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.