მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

აქციები ლიბანში

კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ ლიბანში საპროტესტო აქციები გაიმართა. ქალაქ ტრიპოლიში პოლიციასთან შეტაკების დროს 200 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ abcnews.go.com იუწყება. 

პროტესტის მონაწილეებმა პოლიციას ხელყუმბარები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა მაღაზიები და ავტომანქანები დაწვეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საპროტესტო აქციები ლიბანის ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქ ტრიპოლიში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები კომენდანტის საათის გაუქმებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი თქმით, იზოლაციამ შემოსავალი დააკარგვინა. ლიბანის საბანკო სექტორი პრაქტიკულად პარალიზებულია, მოსახლეობა ღარიბდება, ხოლო კრიმინოგენული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ლიბანის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დააწესა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

პანდემიის დაწყებიდან ლიბანში კორონავირუსის 290 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. 2,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

🔭 პორტუგალია პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება - ქვეყნის პრემიერი

🔭 გახარია: შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ