მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბიაში, სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბიაში აფეთქება მოხდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების და ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Afrigatenews იუწყება. 

დაღუპულთა შორის აკადემიის რექორი, ბრიგადის გენერალი აჰმედ აიუბი და მისი მოადგილეა. კიდე ხუთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ჭურვების საწყობში მოხდა, რომელიც სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარეობს. აფეთქება აკადემიაში გენერალური შტაბის უფროსის მუჰამედ ალ-ჰადადის ვიზიტის შემდეგ მალევე მოხდა.

ცნობისთვის, ლიბიაში ამჟამად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქვეყანა ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი.