მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: კარგად ვიცით რას ნიშნავს „რუსი სამშვიდობოები“

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უზრუნველყოფილი „სტაბილურობა“. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

„ყველგან, სადაც რუსეთს თავისი სამშვიდობო ძალები შეჰყავს, იქნება ეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში, ყირიმი უკრაინაში, დნესტრისპირეთი მოლდოვაში, ეს ხელს უწყობს ამ ტერიტორიების წართმევას და არა მშვიდობის უზრუნველყოფას, ამ ადგილებში სიტუაცია წარმოუდგენლად „სტაბილური“ ხდება“ - დაწერა ლინკევიჩუსმა „ტვიტერში“.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. სამშვიდობო კონტინგენტში 1960 სამხედრო მოსამსახურე შედის.