კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთი ოლქის ფედერალურმა სასამართლომ კიბერთავდასხმაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ევგენი ნიკულინს 88-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ courthousenews იუწყება.
გამოცემის ცნობით, ნიკულინს ბრალი 2012 წელს LinkedIn, Dropbox და Formspring მონაცემთა ბაზებიდან 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის სერთიფიკატის მოპარვის გამო ედებოდა. 2016 წელს ნიკულინი აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე პრაღაში დააკავეს, 2 წლის შემდეგ კი აშშ-ის გადასცეს.
„ვფიქრობ, ბრწყინვალე ბიჭი ხარ. ძალიან ჭკვიანი. მე გთხოვთ, გამოიყენო ეს ბრწყინვალება კანონიერი პროფესიის მიმართ და თქვენს კომპიუტერში გარჩევის გარდა სხვა რამე გააკეთო ”, - აღნიშნა აშშ-ს რაიონულმა მოსამართლემ უილიამ ალსუპმა განაჩენის დაკისრების შემდეგ.
ინფორმაციისთვის, სასამართლო პროცესებზე ნიკულინმა თავი დამნაშავედ ცნო. პროკურატურა კი მისთვის 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა.