მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიტვინენკოს გარდაცვალებაში ბრალდებული ნავალნის მოწამვლას დასავლეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს

ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია

რუსეთის ყოფილი ჯაშუშის ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლაში ბრალდებული ანდრეი ლუგავოი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას დასავლეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს.

ლუგავოის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებაზე ნავალნის მოწამვლა მხოლოდ ნეგატიურად იმოქმედებდა. ლუგავოი აცხადებს, რომ ეს დასავლეთთმა სათავისოდ გამოიყენა.

ინფორმაციისთვის, ლუგავოი იმ საგამოძიებო კომისიის წევრია, რომელმაც ნავალნის მოწამვლა უნდა შეისწავლოს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე შეუძლოდ გახდა. 22 აგვისტოს შემდეგ კი ის გერმანიაში მკურნალობს, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.

„ნავალნი კვლავ კომაშია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“- ამბობენ ექიმები.