მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში სანქციებით დაგვემუქრნენ

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებდა, დასავლეთის ქვეყნები ოფიციალურ მინსკს სანქციებს დაწესებით ემუქრებოდა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ 2009 წელს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ სთხოვა, რომ დამოუკიდებლობა არ ეღიარებინა.

„გვითხრეს, რომ ამგვარი აღიარების შემთხვევაში ბელარუსს წინ დიდი სანქციები ელოდებოდა “, - აღნიშნა ლუკაშენკომ. პრეზიდენტის განცხადებით, ამ კუთხით ოფიციალურ კრემლს ბელარუსზე ზეწოლა არ მოუხდენია.