მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: მომიტინგეებს პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან მართავდნენ

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს საღამოს გამართული აქციების დროს, მომიტინგეებს სატელეფონო ზარებით პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან მართავდენენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BelTA წერს.

„ჩვენ ჩაწერილი გვაქვს ზარები საზღვარგარეთიდან. იყო ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან, ისინი აკონტროლებდნენ ჩვენს, მომიტევეთ, მაგრამ ცხვრებს, რომელთაც არ ესმით, რას აკეთებენ და უკვე იწყებენ მათ კონტროლს“,- აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, არ დაუშვებს ბელარუსში „მაიდანს“ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ქვეყნაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცმებების გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალეს.

აქციების დროს დაკავებულია 3000-მდე ადამიანი.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ხმების 80,23%, ოპოზიციონერ კანტიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 9,9% ერგო.