მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: რუსეთს ბელარუსის დაკარგვის ეშინია

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის ფედერაციას მოკავშირე და პარტნიორი არ ჰყავს. ლუკაშენკო ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ეშინია რუსეთს, რომ ბელარუსი დაკარგოს.

„რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ნამდვილად არ ჰყავს ახლო მოკავშირეები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ მოსახლეობასთან მიმართვისას. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური მინსკის მიმართ დასავლეთმა უფრო მეტად დაიწტო ინტერესების გამოხტვა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ყოველთვის იქნება ბელარუსის მოკავშირე.

„რუსეთი იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ამ ორი ქვეყნის სათავეში“, - დასძინა ლუკაშენკომ.