მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: სიტუაციის მოსაგვარებლად უცხოელი შუამავლები არ გვჭირდება

ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უცხოელი შუამავლები არ სჭირდება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ უცხო ქვეყნები ბელარუსს ვითარების დასტაბილურებაში დახმარებას სთავაზობენ.

„ჩვენ გვყავს მთავრობა, არ გვჭირდება უცხოეთიდან დახმარება და არც არანაირი შუამავლები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მე-7 დღეა ბელარუსში საპროტესტო ტალღა გრძელდება. აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6700-ზე მეტი დააკავეს. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 1000-მდე მოქალაქე 14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს-ს მონაცემებით ლუკაშენკოს 80,1 პროცენტმა დაუჭირა მხარი.