მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ პოლიტპატიმრებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

ლუკაშენკო პოლიტპატიმრებს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო პოლიტპატიმრებს შეხვდა. ამის შესახებ Belsat იუწყება.

ლუკაშენკო ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შემდეგაც მისი უფლებამოსილების ნაწილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე გადანაწილდება და პრეზიდენტს აბსოლუტური ძალაუფლება არ ექნება.

გამოცემის ინფორმაციით, სულ შეხვედრას 12 პირი ესწრებოდა, საუბარი 4 საათზე მეტი გაგრძელდა, მაგრამ შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა.

„ნახევარზე მეტი აქ იურისტი და ადვოკატია, ამიტომ არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ კონსტიტუცია ქუჩაში არ იწერება", - აღნიშნა ლუკავშენკომ შეხვედრაზე.

შეხვედრას ესწრებოდა, ცნობილი ბლოგერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე, სერგეი ტიხანოვსკიაია და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკო.

ინფორმაციისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 2 თვეა გრძელდება. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო.