მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მადრიდის რეგიონული ხელმძღვანელი არმიის დახმარებას ითხოვს

იზებელ დიას აიუსო არმიის დახმარებას ითხოვს

მადრიდის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არმიის დახმარება მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მადრიდის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა, აგრეთვე იზებელ დიას აიუსომ მოითხოვა ჰოსპიტალების მოწყობა.

„ჩვენ გვჭირდება დახმარება არმიისგან დეზინფექციისთვის, აგრეთვე ადგილობრივი პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იზაბელ დიას აიუსომ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვანად მოიმატა. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ს აღემატება.