მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მადრიდში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

აფეთქება მადრიდში

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაკარგულის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მიმდებარე კორპუსებში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

თურქეთში მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

ლიბიაში, სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა