მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში საპროტესტო აქციებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ

მასწავლებლები შეუერთდნენ დაუმორჩილებლობას

მიანმარში ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

მანამდე საპროტესტო აქციები ექიმებმა, სტუდენტებმა და სახელმწიფო მოხელეების ნაწილმა გამართა. ისინი მიანმარში 1-ელ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ და სამხედრო ხუნტას არ აღიარებენ.

მასწავლებლები სამხედროებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და მათ ქმედებებს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებენ. მასწავლებლები პედაგოგიური უნივერსიტეტის კორპუსთან შეიკრიბნენ.

სამხედროებმა მიანმარში ძალაუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდეს. მათ მმართველი პარტია 2020 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. სამხედრო ხუნტამ ქვეყნის პარლამენტი დაშალა და მაინმარში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე წაიკითხეთ:

მიანმარში ექიმების გაფიცვა დაიწყო

სამხედრო გადატრიალება მიანმარში