მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონი ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს, რომ განვითარებად ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიაწოდონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5% სასწრაფოდ განვითარებად ქვეყნებს მიაწოდონ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

მაკრონის თქმით, ვაქცინის სამართლიან განაწილებაზე უარი გლობალურ უთანასწორობას გაზრდის.

მაკრონმა ეს განცხადება "დიდი შვიდეულის“ სამიტამდე გააკეთა, რომელიც 19 თებერვალს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

აშშ-ის თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინების განაწილების საერთაშორისო სისტემის, Covax-თვის 4 მლრდ აშშ დოლარს გამოჰყოფს, რათა ვაქცინების ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობას შექმნას.

იხილეთ ასევე:

🔱 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

🔱 388 ინფიცირება, 331 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში