მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მალე კოვიდინფიცირებულებისთვის კლინიკებში ადგილი არ იქნება“ - უკრაინის პრემიერი

დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, თუკი მოქალაქეები სოციალურ დისტანცირებასა და რეკომენდაციებს სათანადოდ თუ არ დაიცავენ, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში  ინფიცირებულთა რაოდენობის ნიშნული 20 ათასს გადააჭარბებს. 

აღნიშნულის შესახებ შმიგალმა რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შმიგალის თქმით, თუ არ იქნება რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, სავარაუდოდ, ერთ თვეში კლინიკები ვეღარ მიიღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ასეთ ვითარებაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში.

„სრული დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, სანამ ჩვენ გვაქვს ალტერნატივა“, - აღნიშნა შმიგალმა.

ამასთან, პრემიერ შმიგალის განცხადებით, შაბათ-კვირას დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო მობილობის შემცირებას.

მისივე თქმით, არასამუშაო დღეებში დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს. მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 55 მლნ ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

🔴რატიანი: ინფექციის გავრცელება რომ შეწყდეს, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები