მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეიფელის კოშკიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

ეიფელის კოშკი

პარიზში მამაკაცი ეიფელის კოშკის აფეთქებით იმუქრება. უცხოური მედიის ინფორმაციით პოლიციის განყოფილებაში შევიდა ზარი, რომლის მიხედვითაც ეიფელის კოშკში ბომბია დამონტაჟებული.

ამ წუთებში ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ქმედებაზე მოტივის დადგენის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით, პერიმეტრზე კი მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესვლის საშუალება.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ძალები და გამნაღმველები.