მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარია ზახაროვა: სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო

რუსეთსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთს „რესპუბლიკის დღე“ მიულოცა, რომელიც ცხინვალში 20 სექტემბერს აღინიშნება. ზახაროვა ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „სახელმწიფოებრიობის მშენებლობის რთული გზა განვლო“.

„სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სახელმწიფო ორგანოების ფორმირების, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების კუთხით“ - აცხადებს ზახაროვა. მისი თქმით, ეს რუსეთის დახმარების წყალობით მოხდა.

მარია ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის და კიდე 5 სახელმწიფოს გარდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთს სხვა ქვეყნებიც აღიარებენ.