მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მას შემდეგ ცუდად მძინავს - შარლ მიშელი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაინი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი - Pia.ge

„ანკარაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცუდად მძინავს“, - ამის შესახებ გაზეთ Handelsblatt-თვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

„მე არ ვმალავ, რომ ამ სცენის შემდეგ ცუდად მძინავს, რადგანაც ის სულ თვალწინ მიდგას“ - განაცხადა მიშელმა.

რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელის და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაინეს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ფონ დერ ლაიენს ოფიციალური შეხვედრის დროს სკამი არ გამოუყვეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ერდოღანთან გამართეს, თუმცა ოთახში მხოლოდ 2 სკამი იყო მომზადებული რომელიც კაცებმა დაიკავეს.

ამ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებთან ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ქალთა უფლებები გენდერული ძალადობის შესახებ კონვენციიდან თურქეთის გამოსვლის ფონზე.

თურქეთში ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური შეხვედრის დროს სკამი არ გამოუყვეს (ვიდეო)