მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაშველებმა ეგეოსის ზღვაში 67 მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს

ეგეოსის ზღვაში 67 მიგრანტი გადაარჩინეს

თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, იზმირის სანაპიროსთან თავშესაფრის 67 მაძიებელი გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 48 მიგრანტი ფოჩას სანაპიროსთან გადაარჩინეს, 19 კი ქალაქ ქუშადასთან.

ინფორმაციისთვის, თურქეთი თავშესაფრის მაძიებელთათვის საკვანძო სატრანზიტო პუნქტია, რომლის გავლითაც, მიგრანტთა უმეტესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის ახალი სიცოცხლის დასაწყებად. ქვეყანამ ამ წლის დასაწყისში გახსნა კარიბჭე თავშესაფრის მაძიებელთათვის.