მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მასკმა კონკურსი მოიგო, მისი ხომალდი მთვარეზე გაფრინდება

მასკმა კონკურსი მოიგო

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა NASA-ს მიერ გამოცხადებული კონკურსი მოიგო, რომელიც მთვარეზე გამგზავრებისთვის ხომალდის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

კონკურსის დროს მასკმა თავის კონკურენტს ჯეფ ბეზოსს და მის კომპანია Blue Origin-ს და კომპანია Dynetics-ს აჯობა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მასკს შესაბამისი რაკეტის და ხომალდის მოსამსადებლად 3 მლრდ აშშ დოლარს გადაუხდის. მთვარეზე ექსპედიცია, შესაძლოა, უკვე 2024 წელს შედგეს.

ამჟამად SpaceX ხომალდ Starship-ის ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი მთვარეზე გასამგზავრებლად იქნება გამოყენებული, ხოლო მეორეთი - უფრო შორეულ პერსპექტივაში მარსზე მისია იგეგმება. ხომალდის პროტოტიპის ცდები ტეხასის შტატში მიმდინარეობს.

ბოლოს ადამიანი მთვარეზე 1972 წელს გაფრინდა. ამის შემდეგ პროგრამა „აპოლონი“ დაიხურა, ვინაიდან ის ძალზე ძვირი ჯდებოდა. წარმატების შემთხვევაში ეს დედამიწის თანამგზავრზე პირველი პილოტირებული მისია იქნება 50-წლიანი პაუზის შემდეგ.