მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე ქსანზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

ხიდის მშენებლობა მდინარე ქსანზე

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე ახალი ხიდი შენდება.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.

პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.

მდინარე ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია.