მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედია: კორონავირუსის რუსული ვაქცინა 15 აგვისტოდან ხელმისაწვდომი გახდება

კორონავირუსის რუსული ვაქცინა

კორონავირუსის რუსული ვაქცინა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ მთავრობის წარმომადგენელზე, ანონიმურ წყაროზე, დაყრდნობით იუწყება.

„გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული რუსული ვაქცინის რეგისტაცია 10-დან 12 აგვისტომდე განხორცილედება, ხოლო უკვე 15 აგვიტოდან შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

სააგენტოს ცნობით, პრეპარატი სამკურნალო პროდუქტების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრში შემოწმდა. ამის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტები ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნება. როსპოტრებნადზორს პრეპარატის შესამოსწმებლად 5-დან 7 დღემდე დასჭირდება.

„ამის შემდეგ, როგორც მოსალოდნელია, 15 აგვისტოს, ვაქცინა შესაძლოა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“,- აღნიშნა წყარომ.

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ივნისის ბოლოს დაიწყო.