აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრამპთან ერთად ფლორიდაში თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრიც გაემგზავრება. მასთან ახლოს იცხოვრებს ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც ასევე ტრამპის გუნდში შედის. ასევე ტრამპი ფლორიდაში პირად მდივანს ნიკ ლუნს, მდივნის თანაშემწეს და აპარატის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს წაიყვანს.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ის კონსტიტუცია ყოფილ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე დასწრებას არ ავალდებულებს, თუმცა, ტრადიციულად, ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის მომავალი ლიდერის ინაუგურაციას ესწრება, რაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ნიშანია.
დონალდ ტრამპი დღემდე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები, რომლებშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, გაყალბდა და მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს.
იხილეთ აგრეთვე:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.
„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.
ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
„დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო,“ - ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას.